ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის სალეჩო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული რჩება და გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, — ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.