ახალი ამბები

სააკაშვილი ხაბეიშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობას ულოცავს

31 იანვარი, 2023 • 1124
სააკაშვილი ხაბეიშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობას ულოცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.

წერილში, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოაქვეყნა, მიხეილ სააკაშვილი მას ულოცავს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას და სწერს, რომ საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს, თუმცა ხაბეიშვილს ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ხაბეიშვილმა 21 656 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 52.58%-ია.

რაც შეეხება მის მთავარ ოპონენტს, პარტიის ცნობითვე, ნიკა მელიას ხმა მისცა 16 477-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, რაც საერთო ხმათა რაოდენობის 40%-ია.

დაახლოებით, მსგავსი რაოდენობის ხმები მიიღეს ნონა მამულაშვილმა (1 537 ხმა ) და გიორგი მუმლაძემ ( 1516 ხმა).

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ელექტრონულად მიმდინარეობდა. მონაწილეობისთვის საჭირო იყო სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია. ენმ-ის თქმით, არჩევნებში თავისი პოზიცია 41 264-მა ადამიანმა დააფიქსირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი