ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თეირანიდან აზერბაიჯანმა საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

30 იანვარი, 2023 • 1526
თეირანიდან აზერბაიჯანმა საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

აზერბაიჯანმა მთლიანად შეაჩერა თეირანში საკუთარი საელჩოს მუშაობა. საელჩოს თანამშრომლები კი, ოფიციალური ინფორმაციით, სპეციალური ავიარეისით ბაქოში 29 იანვარს ჩაიყვანეს. ამასთან, მუშაობას განაგრძნობს ირანში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო.

27 იანვარს, დილის 8:30 საათზე, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაჭრილია დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი. ირანულ მედიის ცნობით, ცეცხლი საელჩოს მიმართულებით კალაშნიკოვის ავტომატიდან 50 წლის  კაცმა გახსნა, რომელიც საელჩოს ადმინისტრაციულ შენობას ავტომობილით მიუახლოვდა.

თავდამსხმელი დაკავებულია, რომელმაც, ირანის გამოძიების ცნობით, საელჩოზე დავდასხმა პირადი მოტივებით ახსნა – “ფიქრობდა, რომ მისი ცოლი საელჩოს აფარებდა თავს”.

აზერბაიჯანულმა მხარემ თავდასხმა ირანში დაუკავშირა “ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას”, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება სომხეთის გავლით ზანგეზურის დერეფნის პროექტის აზერბაიჯანის მიერ რეალიზების გეგმას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი