ახალი ამბები

ჩხაიძე: ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდი მსუბუქი ფორმით აქვს

25 იანვარი, 2023 • 728
ჩხაიძე: ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდი მსუბუქი ფორმით აქვს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება ამჟამად სტაბილურია და კორონავირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც შეიძლება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყოს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის საკითხზე კონსილიუმიც იყო შეკრებილი, რომელზეც არ დამდგარა სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი:

„შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, რომლის გადაწყვეტილებით პაციენტი რჩება პალატაში. პალატა აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიურ პალატაში. ეს ძალიან კარგად იცის ადვოკატმა, ერთად ყველა ექიმი ვმონაწილეობდით ამაში და რეანიმაციაში გადაყვანა არ დამდგარა.

სტაბილურია მდგომარეობა კოვიდის კუთხით, ეს არის მსუბუქი გამოვლინება, ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება დღეს და გუშინ საღამოს, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები სტაბილურია. მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა არის სტაბილური და კოვიდის მსუბუქი ფორმით გამოვლინება. დაავადების გარეშეც კოვიდი რთულდება, მით უმეტეს, როდესაც არის ასეთი ფონი“, – ამბობს ექიმი.

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად კლინიკა ვივამედში მკურნალობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

“სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ” , – წერს შალვა ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ექსპრეზიდენტმა დღესაც გონება დაკარგა.

სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა ვივამედში იმყოფება ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მისი ადვოკატები ავადმყოფობის გამო სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას ან გადავადებას ითხოვენ. ეს საკითხი ამჟამად სასამართლოში განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი