ახალი ამბები

კეზერაშვილი ჩემი პოლიტიკური პარტნიორი არ არის – ხაბეიშვილი

24 იანვარი, 2023 •
კეზერაშვილი ჩემი პოლიტიკური პარტნიორი არ არის – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტნიორი არაა.

ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, ის მიესალმება, რომ კეზერაშვილი ოპოზიციას ეხმარება.

„კეზერაშვილი ჩემი პოლიტიკური პარტნიორი არ არის. მე მასთან ერთად პოლიტიკას არ ვაკეთებ. მე პოლიტიკას  ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან, ახალგაზრდებთან ერთად. რაც შეეხება ამ ადამიანთან პარტნიორობას და როცა ვამბობთ, რომ ის ოპოზიციას ეხმარება, მე ამას მხოლოდ მივესლამები, რომ მას შეუძლია დახმარება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე და ლევან ხაბეიშვილის კონკურენტი ნიკა მელია ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დგას და ენმ-ში შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაც მათ მიერ არის ინსპირირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი