ახალი ამბები

უკრაინის ერთიანობის დღეს თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

22 იანვარი, 2023 • 4336
უკრაინის ერთიანობის დღეს თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

უკრაინის ერთიანობის დღის აღსანიშნავად თბილისში, მშვიდობის ხიდზე სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მთავარი გზავნილი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მიმართ იყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თხოვნა და რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიხაილო ულიანინმა აღნიშნა, ერთიანობის დღესთან დაკავშირებით მსგავსი აქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 40-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ [უკრაინის მხარდამჭერმა] ქვეყნებმა რუსეთი აღიარონ, როგორც ტერორისტული სახელმწიფო, რადგან რუსეთს არ უნდა ჰქონდეს სანქციებისთვის თავის არიდების არავითარი შესაძლებლობა ნეიტრალური ქვეყნების დახმარებით. ამიტომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა უნდა გაწყვიტოს დიპლომატიური თუ ეკონომიკური ურთიერთობა მასთან.

ასევე, ჩვენი მოთხოვნა უკავშირდება შეიარაღებას. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს. ეს არ არის ჩვენი სურვილი, ეს არის უკრაინის გადარჩენის საკითხი და მივმართავთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნეთ უკრაინას იარაღი რაც შეიძლება მალე. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება”, – განმარტა მან.

სოლიდარობის აქციას ესწრებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. მშვიდობის ხიდზე ასევე იყვნენ ადამიანები ბულგარეთის, ევროკავშირის და აშშ-ის დროშებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი