დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დააჯარიმეს იმის გამო, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ღვედის გარეშე იჯდა.
სუნაკის ოფისის განცხადებით, პრემიერი აღიარებს, რომ “შეცდომა დაუშვა და ბოდიშს იხდის”.
ღვედის გარეშე გადაადგილება გაერთიანებულ სამეფოში 100 ფუნტამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
სუნაკის მიერ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის შესახებ ცნობილი მისი ვიდეოდან გახდა, რომელიც პრემიერმა ინსტაგრამზე განათავსა.