სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
საქსტატის თანახმად, 2022 წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი (2 806.4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (2 487.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 862.8 მლნ აშშ დოლარი).
საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 5 592.8 მილიონ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 %-ით), ხოლო იმპორტი-13 450.1 მილიონ დოლარს (გაიზარდა 33.2%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 857.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია.
საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტის 48.2% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, ევროკავშირის ქვეყნებზე -15.4%, დანარჩენ ქვეყნებზე კი – 36.4%.
კერძოდ, 2022 წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6% პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (736.8 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (672.6 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (651.6 მლნ აშშ დოლარი).
2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 024.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 903.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 459.8 მლნ აშშ დოლარით (8.2 %).
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს საქართველოში იმპორტის 22.7% ევროკავშირის ქვეყნებიდანაა, 27.6% – დსთ-ის ქვეყნებზე მოდის და დანარჩენებზე – 49.7%.
კერძოდ, 2022 წელს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 % შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 370.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 126.0 მლნ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 618.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12.0% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 336.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 775.3 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.8%).
როგორი იყო რუსეთთან საგარეო ვაჭრობა 2022 წელს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, რუსეთი (2 487.0 მლნ აშშ დოლარით) საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.
საქსტატის თანახმად, გაიზარდა როგორც რუსეთიდან იმპორტი, ისე რუსეთში საქართველოს ექსპორტი.
კერძოდ, თუ 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულება 1 023 181.6 დოლარი იყო, 2022 წელს 79.4%-ით გაიზარდა 1 835 412.4 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი 2021 წელთან შედარებით (610 060.1 დოლარი) 6.8%-ით გაიზარდა და 2022 წელს 651 628.4 დოლარი იყო.