ნეტგაზეთი | ერთი ხმა საპყრობილედან ერთი ხმა საპყრობილედან – Netgazeti
RU | GE  

ერთი ხმა საპყრობილედან

არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო” ინფორმაციით, მხოლოდ 1 წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანს ჰქონდა თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მისცა ხმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველო” ინფორმაციით, მხოლოდ ერთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანს ჰქონდა მეხუთე საპყრობილედან  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შესაბამისად, მხოლოდ ერთმა ადამიანმა მისცა ხმა

ორგანიზაცია, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საპყრობილეში, დარღვევების შესახებ საუბრობს.

ზუგდიდის მეოთხე საპრყრობილეში რეგისტრირებული 62 პატიმრობაში მყოფი პირთაგან, ვერც ერთმა ვერ მისცა ხმა და უბანი დაიხურა, პირადობის მოწმობის არქონის მიზეზით. თუმცა ნინო ხატისკაცი, ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისინი მაინც ვერ მოახერხებდნენ ხმის მიცემას, რადგან საუბნო კომისიამ სია მათი პირადი ნომრების გარეშე მიიღო.

ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში არ იყო უბანზე გაკრული ხმის მიცემის ინსტრუქცია, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ გამოიკრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge