ახალი ამბები

„გუშინ ღამე გონება დავკარგე, ახლა ძალიან სუსტად ვარ“ — სააკაშვილი პროცესს არ ესწრება

20 იანვარი, 2023 • 840
„გუშინ ღამე გონება დავკარგე, ახლა ძალიან სუსტად ვარ“ — სააკაშვილი პროცესს არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისფულების საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

სააკაშვილი პროცესს არ ესწრება. მან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა, სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კი ექიმებმა არ გასცეს. პენიტენციური სამსახურისა და „ვივამედის“ ოქმებთან ერთად, მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მინაწერი.

„ჩართვასაც ვერ შევძლებ. გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ახლა კი ძალიან სუსტად ვარ“, — აცხადებს სააკაშილი.

სასამართლო სხდომაზე დღეს ნევროლოგი და ნეიროფიზიოლოგი ოთარ თოიძე იკითხება.


უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. ამის ფარგლებში სასამთლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი