ახალი ამბები

ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულება აიღო

20 იანვარი, 2023 • 811
ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულება აიღო

ცხრა ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა „ტალინის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის გაგრძელების ვალდებულებას, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.

დეკლარაციას ხელი მოაწერეს გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, დანიამ, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

დოკუმენტის ხელმომწერები გმობენ რუსეთის დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე, „რომლებიც შეიძლება სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენდეს“.

„ერთად განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას – წინააღმდეგობის გაწევიდან რუსული ჯარის განდევნამდე უკრაინული მიწიდან “, – ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის მხარდაჭერის ახალი ეტაპი მოითხოვს ტანკებს, ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს და მაღალი სიზუსტის იარაღს, „რომელიც [უკრაინას] საშუალებას მისცემს, მიზანმიმართულად მიიტანოს დარტყმები რუსეთის ლოგისტიკურ და სახელმძღვანელო კვანძებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

დეკლარაციის ხელმომწერები მოუწოდებენ ნატოს და პარტნიორებს, მიბაძონ მათ მაგალითს და „რაც შეიძლება მალე წარადგინონ [დახმარების] თავიანთი პაკეტები, 2023 წელს უკრაინის ბრძოლის ველზე გამარჯვების უზრუნველსაყოფად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი