ახალი ამბებიხელოვნება

ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს გრანტი მიიღო ფილმის გადასაღებად

18 იანვარი, 2023 • 3322
ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს გრანტი მიიღო ფილმის გადასაღებად

ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის – Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო ფილმის გადასაღებად.

„სიჩუმის ქაოსი“ – ასე ეწოდება ნინო შაბურიშვილის სადებიუტო, მხატვრულ ფილმს, რომლის პროდიუსერიც თინათინ ყაჯრიშვილი იქნება.

Biennale College Cinema წელს ოთხ პროექტს აფინანსებს. შერჩეულია ნამუშევრები საქართველოდან, უნგრეთიდან, იტალიიდან და მექსიკიდან. როგორც ვენეციის ბიენალეს ვებგვერდზეა აღნიშნული,  ფილმების გადაღება ფინანსდება 200 000 ევროს მოცულობის გრანტით.

პროექტის ფარგლებში გადაღებული ოთხივე ფილმი წარმოდგენილი იქნება ვენეციის 80-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2023 წელს.

Biennale College Cinema-ს ორგანიზატორი ვენეციის ბიენალეა, პროექტს მხარს უჭერს იტალიის კულტურის სამინისტრო.

________________

ფოტოზე: ნინო შაბურიშვილი/facebook

მასალების გადაბეჭდვის წესი