ახალი ამბები

რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა რუკა, სადაც ყირიმი უკრაინის ნაწილადაა ნაჩვენები

18 იანვარი, 2023 • 756
რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა რუკა, სადაც ყირიმი უკრაინის ნაწილადაა ნაჩვენები

შვედეთში რუსეთის საელჩომ ტვიტერზე გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ყირიმი და რუსეთის მიერ სხვა ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის ნაწილადაა ნაჩვენები.

რუკაზე ასახულია სტატისტიკური მონაცემები რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ერთი ლიტრი საწვავის ფასის შესახებ.

ყველაზე იაფი საწვავი რუსეთსა და ბელარუსშია. ნარატივი, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო დასავლეთის ქვეყნებში ენერგორესურსებზე ფასები იზრდება და ჩვეულებრივ მოქალაქეები გაძვირებულ ფასებს ვერ აუდიან, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, აშშ-სა და გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უმრავლესობა მზადაა უკრაინის მხარდაჭერის გამო ფასების ზრდისთვისა და ინფლაციისთვის.

რაც შეეხება რუკას, უკრაინის ნაწილადაა ნაჩვენები 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელთა ნაწილზეც ჩატარდა ე.წ. „რეფერენდუმები“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი