ახალი ამბები

გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტის მდგომარეობა კრიტიკულია

17 იანვარი, 2023 • 668
გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტის მდგომარეობა კრიტიკულია

გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტის, იოსებ ბურჯანაძის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა 16 იანვარს, შუაღამეს მოხდა.

„მთავარ არხთან“ ინტერვიუში ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი, ირმა მესხი ამბობს, რომ არქიმანდრიტს სხეულის 44% აქვს დამწვარი და რეანიმაციაში იმყოფება.

რაც შეეხება ეკლესიის ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, ქუთაის-გაენათის ეპარქია ამბობს:

„გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი