ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ კობიაშვილი მიიღებს

16 იანვარი, 2023 • 530
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ კობიაშვილი მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია გუშინ, 15 იანვარს დასრულდა. ფედერაციაში მხოლოდ ერთი, მოქმედი პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

ფედერაციის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე ფედერაციაში კობიაშვილი 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.