ნეპალში, ქალაქ პოკჰარაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე ჯამში 72 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე ადგილზე მაშველები მუშაობენ, მათ ქმედებებს ართულებს რთული ლანდშაფტი.

თვითმფრინავი ასრულებდა რეისს კატმანდუ-პოკჰარა.