აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებს, აშშ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.
ამის შესახებ მან 13 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, უჭერს თუ არა მხარს აშშ-ის მთავრობა უკრაინის იდეას, რომელმაც საქართველოს მთავრობას სააკაშვილი უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით იმასგან, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – განაცხადა ვედანტ პატელმა.