2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 19.04 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5.59 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი — 13.45 მილიარდ აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.
საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები საქსტატმა დღეს, 13 იანვარს გამოაქვეყნა.







