ახალი ამბები

ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის სამართლებრივ მექანიზმს ამზადებს – მედია

10 იანვარი, 2023 • 918
ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის სამართლებრივ მექანიზმს ამზადებს – მედია

ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის სამართლებრივი მექანიზმის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ესტონეთის მთავრობამ დაავალა სამინისტროებს, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შეემუშავებინათ რუსული აქტივების ჩამორთმევის გეგმა. მათივე ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ესტონეთს მზად იანვრის ბოლოს ექნება.

მათივე ცნობით, ესტონეთში რუსების საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე გაყინული თანხა თითქმის 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ამასთან, როგორც Bloomberg წერს, ესტონეთი მიზნად ისახავს, კონფისკაციის სამართლებრივი გეგმა მანამდე წარადგინოს, სანამ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საერთო გეგმას შეიმუშავებს იმის შესახებ, თუ როგორ განკარგონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული რეზერვები და რუსი ფიზიკური პირების გაყინული მილიარდობით აქტივები.

მასალების გადაბეჭდვის წესი