ახალი ამბები

რუსეთი უკრაინას შობის დღესასწაულზეც უტევს, არის მსხვერპლი

7 იანვარი, 2023 • 1072
რუსეთი უკრაინას შობის დღესასწაულზეც უტევს, არის მსხვერპლი

7 იანვარს, რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას  კრემლის ინიცირებული 36 საათიანი ზავის მიუხედავად, აცხადებს უკრაინის ხელისუფლება. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები დაფიქსირდა შვიდ რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე,  დაშავდა 14.

ხერსონის გუბერნატორი იაროსლავ იანუშევიჩი ტელეგრამის არხზე წერს, რომ რუსეთის  ჯარებმა გასული დღის განმავლობაში 39-ჯერ დაბომბეს სამხრეთ ხერსონის ოლქი, განთავისუფლებულ ქალაქ ხერსონში კი საცხოვრებელ კორპუსებსა და სახანძრო სადგურის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. 

შობის დღეს თავდასხმაზე იუწყებიან  ხარკოვის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქების გუბერნატორებიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი