ახალი ამბები

ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე არ ადასტურებს ქისტაურის დაღუპვას — საგარეო

6 იანვარი, 2023 • 2451
ბელგიის პოლიცია ამ ეტაპზე არ ადასტურებს ქისტაურის დაღუპვას — საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბელგიის პოლიცია ამ დროისათვის [12:00, 6 იანვარი] არ ადასტურებს ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტს.

ქისტაურის მკვლელობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობები რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს რამდენიმე მედიასაშუალებამაც კი გაავრცელა.

თუმცა, მოგვიანებით, ლიზა ქისტაურის დედამ რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია და ამის შესახებ პოლიციამაც კი არ იცოდა არაფერი.

ლიზა ქისტაური წლებია, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. მისი ბოლო აქტივობა ფეისბუკსა და ტიკ-ტოკზე 25 დეკემბრით თარიღდება.

როგორც მისი მეგობრები ფეისბუკზე წერენ, მასთან კავშირი რამდენიმე დღეა, დაკარგულია და მას ამ დრომდე ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი