ახალი ამბები

„სააკაშვილმა გონება დაკარგა“ — ხერხეულიძე

5 იანვარი, 2023 • 1344
„სააკაშვილმა გონება დაკარგა“ — ხერხეულიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტარმა ეკა ხერხეულიძემ დღეს, 5 იანვარს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.

„ჩემ შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაკარგა გონება. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ხვალ დილით უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს.

ეს გონების დაკარგვის მერამდენე ეპიზოდია და არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს უნდა აღმოჩნდეს სიგნალი ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, — თქვა ხერხეულიძემ მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედიდან“ გამოვიდა.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ 5 იანვარს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულება ვერ გასცემს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის რეკომენდაციას.

სასამართლოზე ფიზიკურად დასწრება რამდენიმე დღის წინ თავად მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი