ახალი ამბები

დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

4 იანვარი, 2023 • 1045
დღეს თბილისსა და სხვა ქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

დღეს, 4 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისში, ასევე, საქართველოსა და მსოლფიოს რამდენიმე ქალაქში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები იმართება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, აქციები გაიმართება:

  • თბილისი – მშვიდობის ხიდი;
  • ქუთაისი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია;
  • ბათუმი – თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9;
  • ზუგდიდი – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან;
  • ოზურგეთი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში)”.

პარტიისვე ცნობით, რომლის თავმჯდომარეც ნიკა მელიაა, თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

თუმცა, პარტიული გადაწყვეტილებას გადაუხვია პარტიის წევრმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც 3 იანვარს თქვა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი — შეკვეთილში, მის სახლთან.

სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება.

ხაბეიშვილის გადაწყვეტილება გააკრიტიკა პარტიამ და აღნიშნა:

„პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი