ახალი ამბები

უკრაინამ თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტრიის 40% გაათავისუფლა — ზალუჟნი

3 იანვარი, 2023 •
უკრაინამ თებერვლიდან ოკუპირებული ტერიტრიის 40% გაათავისუფლა — ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 2022 წლის სამხედრო მიღწევები შეაჯამა თავის ტელეგრამ არხზე. ზალუჟნის თანახმად, უკრაინამ გაათავისუფლა იმ ტერიტორიის 40%, რომელიც რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა. ეს არის რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული საერთო ტერიტორიის 28%.

ზალუჟნის თანახმად, ამჟამად უკრაინას რუსეთთან გამკლავება 1500-კილომეტრიან აქტიურ ფრონტის ხაზზე უწევს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ცნობით, 2022 წლის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის არმიის 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 3 ათასი ტანკი, 6 ათასი ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა, 2 ათასი საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 420 სისტემა, 300-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და 270 ვერტმფრენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი