ახალი ამბები

ერდოღანი თურქეთში ნობელის პრიზზე წარადგინეს

28 დეკემბერი, 2022 • 966
ერდოღანი თურქეთში ნობელის პრიზზე წარადგინეს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

გადაწყვეტილება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა ერდოღანის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისას გაწეული ძალისხმევით ახსნა.

„მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრიზზე რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გაწეული ძალისხმევის გამო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ერდოღანი მართლაც ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებას. ეს მას ხელს არ უშლის გააღრმაოს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

უკრაინის ომის პარალელურად, თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ახალი სპეციალური ოპერაციის დაწყებაც დაანონსა, რომელიც ქურთული დაჯგუფებების წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგვიანებით კი მართლაც დაბომბა ჩრდილოეთ სირიის ქურთული ნაწილი.

თურქეთის თანახმად, ქურთული ჯგუფები, რომლებიც იქ მოქმედებენ, ტერორისტული გაერთიანებები არიან.

მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი გადაეცემა წლის გამორჩეულ პერსონას, ორგანიზაციას, ჯგუფს ან გაერთიანებას, რომელთაც მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი