ახალი ამბები

სააკაშვილის პალატა გაჩხრიკეს – ხერხეულიძე

27 დეკემბერი, 2022 • 1506
სააკაშვილის პალატა გაჩხრიკეს – ხერხეულიძე

დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ცნობით, გუშინ მისი პალატა გაჩხრიკეს.

„გუშინ ჩატარდა ჩხრეკა და შედგა ოქმი. მან [სააკაშვილმა] მთხოვა, მედიისთვის მეცნობებინა, რომ მოხდა ოთახის აღწერა. არ ვიცი, რა არის ამოღებული, მაგრამ ჩხრეკა ჩატარდა“, – განუცხადა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. ეკა ხერხეულიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ჩხრეკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი