ახალი ამბები

გვჭირდება ახალი გენერაციული ობიექტები, რათა ენერგია EU-ში გავყიდოთ – ღარიბაშვილი

27 დეკემბერი, 2022 • 647
გვჭირდება ახალი გენერაციული ობიექტები, რათა ენერგია EU-ში გავყიდოთ – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა  შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის პროექტის შესახებ და განაცხადა, რომ გადამცემი ხაზი საქართველოს დააკავშირებს ევროკავშირის ენერგობაზართან.

მან აღნიშნული პროექტი თავისი მნიშვნელობით „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ პროექტს შეადარა.

ღარიბაშვილის განცხადებითვე, გადამცემი ხაზის აშენების პარალელურად, საქართველომ უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის გამომუშავება, რათა ენერგია ევროკავშირის ბაზარზე გაყიდოს.

„აუცილებელია, საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის, ამისთვის გვჭირდება გენერაციული ობიექტების აშენება, როგორც ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“.

მისივე განცხადებით, ახალი გენერაციული ობიექტები იმისთვისაცაა საჭირო, რომ ენერგიის გამომუშავება ჩამორჩება ეკონომიკის ზრდის ტემპს.

შავი ზღვის გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი დეკემბრის თვეში ბუქარესტში მოეწერა.

პროექტს განახორციელებენ ევროკავშირი, უნგრეთი, რუმინეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.

გადამცემი ხაზი შესაძლებელს გახდის, ენერგიის ექსპორტი განახორციელოს სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში და პირიქით.

მთავრობის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში არაერთი ჰესის მშენებლობა დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.