ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის კლინიკებისთვის 2025 წლიდან აკრედიტაცია სავალდებულო იქნება – აზარაშვილი

26 დეკემბერი, 2022 • 785
საყოველთაო ჯანდაცვის კლინიკებისთვის 2025 წლიდან აკრედიტაცია სავალდებულო იქნება – აზარაშვილი

2025 წლიდან ყველა სამედიცინო კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში მიიღებს მონაწილეობას, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს, 26 დეკემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

“მთავრობის დადგენილებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, ვინც მონაწილეობას იღებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვს ვალდებულება გაიაროს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენ მიერ შეთავაზებული იმ მაკრედიტირებელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მხოლოდ ამ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა”, – განაცხადა აზარაშვილმა.

ამავე თემაზე ნახეთ:

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების წესი იცვლება — რა არის DRG მოდელი

მასალების გადაბეჭდვის წესი