ახალი ამბები

შეიწყალეთ სააკაშვილი — სხვადასხვა მოწვევის დეპუტატები და პოლიტიკოსები პრეზიდენტს

26 დეკემბერი, 2022 • 1392
შეიწყალეთ სააკაშვილი — სხვადასხვა მოწვევის დეპუტატები და პოლიტიკოსები პრეზიდენტს

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები და სხვა პოლიტიკოსები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარებმა და სხვა პოლიტიკოსებმა ორბელიანის სასახლესთან 26 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა „კრემლში შემუშავებული გეგმის მიხედვით სერიოზულად არის დაზიანებული“.

მათი საერთო განცხადება ციტირებს ცენტრ „ემპათიის“ სასამართლო საექსპერტო კომისიას და მიუთითებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა „ექიმების პროგნოზით შეიძლება ძალიან მალე ლეტალობით დასრულდეს“.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, მეორეჯერ ვერ მივცემთ თავს უფლებას, მოგვიკლან პრეზიდენტი. შუალედური პოზიცია არ არსებობს, დუმილი კლავს, დუმილი დანაშაულია“, — აცხადებენ ხელმომწერები.

ისინი პრეზიდენტს მიმართავენ: „გამოიყენეთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად, რაც ასევე ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს, გაზრდის დემოკრატიის ხარისხს, შეამცირებს პოლარიზაციას და ბოლოს მოუღებს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პრეზიდენტების მკვლელობის ამ სატანისტურ ტრადიციას საქართველოში“.

აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირკიტაძე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, თაკო ჩარკვიანი, სერგო ჩიხლაძე, ნატო ჩხეიძე, და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტარები — ბიმურზა დადეშქელიანი, თამარ ჩხეიძე, ირაკლი კენჭოშვილი, ნაზი არონია და ა.შ.

„ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილის] განცხადებებს თავისი ერთგულების შესახებ დასავლური ღირებულებების მიმართ, რაზეც იგი ბოლო ხანებში აპელირებს, ოდნავ მაინც თუ აქვს საერთო რეალობასთან და ოდნავ მაინც არის გულწრფელი, იგი, უბრალოდ, ვალდებულია, ეს გააკეთოს [შეიწყალოს სააკაშვილი] და შეწყვიტოს ის საშინელება, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩხეიძემ.

მას შემდეგ, რაც ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილმა პირებმა საერთო განცხადებას ხელი მოაწერეს, ხელმოწერილი წერილი სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის მხარდასაჭერად, მისი შეწყალების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ბოლო პერიოდში ხშირად იმართება.

გასულ კვირას ერთ-ერთ აქციაზე შეიკრიბნენ სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი და მხარდამჭერები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ „არ გვინდა, ექსპრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს“, თუმცა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

26 დეკემბრის განცხადებას კი ხელს აწერენ:

  1. რევაზ კემულარია
  2. ემზარ გოგუაძე
  3. ნოდარ ნონიაშვილი
  4. ბეჟან ჯავახია
  5. ბიმურზა დადეშქელიანი
  6. ნუგზარ შავთვალაძე
  7. ვახტანგ ცაგარეიშვილი
  8. ირაკლი კენჭოშვილი
  9. გიგი წერეთელი
  10. ზურა დავითაშვილი
  11. პეტრე მეტრეველი
  12. ლევან მეტრეველი
  13. შოთა მალაშხია
  14. ზურა ჯგუბურია
  15. სანდრო მენაბდე
  16. ლევან მენაბდე
  17. კახა სუხიშვილი
  18. ალეკო ზარნაძე
  19. იაგო კუბლაშვილი
  20. თამაზ ღუღუნიშვილი
  21. ფირუზ კოჩობაშვილი
  22. ნიკა ნაჭყებია
  23. კობა ფხაკაძე
  24. ნაზი არონია
  25. ნიკა ალხაზიშვილი
  26. ზურაბ კიკალეიშვილი
  27. გია ნაცვლიშვილი
  28. გიორგი გოდაბრელიძე
  29. გიორგი ასანიძე
  30. ნინო ნაკაშიძე
  31. იგორ პატარიძე
  32. ზაზა გამცემლიძე
  33. ირაკლი ქავთარაძე
  34. გია იმნაძე
  35. ხათუნა ოჩიაური
  36. რუსუდან კერვალიშვილი
  37. ნიკა ნაცვლიშვილი
  38. გურამ კაკალაშვილი
  39. ბესიკ გაზდელიანი
  40. გიორგი ბეზარაშვილი
  41. კახა შენგელია
  42. კობა ხაბაზი
  43. დავით კირკიტაძე
  44. გიორგი კარბელაშვილი
  45. ნიკოლოზ ყიფშიძე
  46. თემურ ჯანაშია
  47. მაია ახვლედიანი
  48. ჯემალ მეგრელიძე
  49. ალექსანდრე ცინცაძე
  50. ნინო გოგუაძე
  51. თამარ ჩხეიძე
  52. კახა კახიძე
  53. ბაჩუკი ქარდავა
  54. ნიკა მაჭუტაძე
  55. ნატო ჩხეიძე
  56. როსტომ ჩხეიძე
  57. მაია ნადირაძე
  58. თამარ ჩარკვიანი
  59. გიორგი მელაძე
  60. გოგა ხაჩიძე
  61. გუბაზ სანიკიძე
  62. მურმან დუმბაძე
  63. ზურა ხარატიშვილი
  64. კონსტანტინე კემულარია
  65. მანანა ჯებაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი