ახალი ამბები

“ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე” – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება იგეგმება

24 დეკემბერი, 2022 • 1497
“ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე” – თბილისში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება იგეგმება

პარტია “დროას” ინფორმაციით, ხვალ, 25 დეკემბერს თბილისში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება, სადაც “სოლიდარობის ნაძვის ხის” ანთება იგეგმება. ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის ძეგლთან, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

“საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის განწყობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად, მოვაწყოთ საშობაო ღონისძიება. 25 დეკემბერს, როდესაც უკრაინა აღნიშნავს შობას, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად ჩვენც გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეების ნამდვილი საახალწლო განწყობა – ის რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა, რომ ჩვენი გმირები მუდამ გვახსოვს და ჩვენი ყველაზე დიდი საახალწლო სურვილია უკრაინის უპირობო და სწრაფი გამარჯვება, რაც ქართველებს საკუთარ გამარჯვებადაც მიგვაჩნია. ამიტომ უკრაინელებთან ერთად ავანთებთ ნაძვის ხეს”, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

“დროას” ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის თავშესაფრებში მცხოვრები უკრაინული ოჯახები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.