ახალი ამბები

თემურ ჯანაშია კლინიკაში გაადაიყვანეს, მან შიმშილობა შეწყვიტა

24 დეკემბერი, 2022 •
თემურ ჯანაშია კლინიკაში გაადაიყვანეს, მან შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს ხატია დეკანოიძეზე დაყრდნობით.

დეეკანოიძის ცნობით, პარლამენტში მოშიმშილე ჯანაშია კლინიკაში გადაიყვანეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის გამო შიმშილობა დავით კირკიტაძემაც შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტში თავდაპირველად სამი დეპუტატი (დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი) შიმშილობდა, შემდგომ დაემატა თემურ ჯანაშიაც.

ამ ეტაპზე პარლამენტში მხოლოდ ანი წითლიძე შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი