ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იტალიაში საფოსტო მარკა ბიჭვინთის ტაძრის გამოსახულებით დაიბეჭდა

23 დეკემბერი, 2022 • 2261
იტალიაში საფოსტო მარკა ბიჭვინთის ტაძრის გამოსახულებით დაიბეჭდა

იტალიის საელჩოს ცნობით, იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

საფოსტო მარკა (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება: 2,40 ევრო) როგორც იტალიაში, იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ასევე საქართველოს ფოსტის მიერ დაიბეჭდა (ტირაჟი: 20.000 ცალი, ღირებულება: 7 ლარი)

“შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა (ამჟამად ეს ნახატები ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება) – ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში”,- ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ცნობაში,

საფოსტო მარკის  პრეზენტაცია 27 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი