ოზურგეთის საკრებულოს 23 დეკემბრის სხდომა, რომელზეც მომდევნო წლის ბიუჯეტი უნდა განეხილათ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამსაველი ფოტოებით მივიდნენ, ექსპრეზიდენტი ასევე გამოსახული ჰქონდათ მაისურზე. საპირწონედ, „ქართული ოცნების“ წევრებს ეჭირათ სანდრო გირგვლიანისა და ენმ-ის ხელისუფლების დროს დაკავებულის სხვა პატიმრების ფოტოები.
დაპირისპირების გამო სხდომა ვერ გაიმართა. პროტესტის ნიშნად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს.
გარეკანი ფოტო: „გურიის მოამბე“




