ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზური პასპორტების არაღიარებაზე” აფხაზი ომბუდსმენი ევროსტრუქტურებს მიმართავს

23 დეკემბერი, 2022 • 2054
“აფხაზური პასპორტების არაღიარებაზე” აფხაზი ომბუდსმენი ევროსტრუქტურებს მიმართავს

აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ევროსაბჭოს პრეზიდენტსა და წევრებს, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებასთან დაკავშირებით მიმართვის წერილები გაუგზავნა, სადაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ აფხაზური მხარის ხედვაზე ინფორმაციაც მიაწოდა.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

აფხაზი ომბუდსმენის მიმართვაში წერია, რომ 30 წლის განმავლობაში აფხაზების აზრი უგულებელყოფილი იყო, რამაც გამოიწვია კონფლიქტზე ცალმხრივი, დაუბალანსებული აზრის ჩამოყალიბება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების ბლოკირება.

ასიდა შაკრილი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის საბჭო გამოვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებისა და ისტორიის შესახებ “დეზინფორმაციის იმ მანკიერი წრიდან, რომელმაც აფხაზ ხალხს უსამართლო და უვადო სასაჯელი გამოუტანა”.

აფხაზეთის მოსახლეობის უფლებების აღსადგენად ვერ ვხედავთ სხვა გზას, გარდა ომისა, რომ 1992 წლს აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიასთან დაკავშირებით ობიექტური ანალიზი და მოვლენების მიუკერძოებელი შეფასება მოგაწოდოთ”,- წერია განცხადებაში.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემი] რუსეთის პასპორტს ფლობს. მათი გაცემა წლების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში ხდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ [ყირიმის ანექსია] ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზას აღარ გასცემდა. შესაბამისად, აფხაზებმა და ოსებმა პასპორტების აღება რუსეთშივე დაიწყეს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმი ხისტი განცხადებებით გამოეხმაურა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი