ახალი ამბები

აშშ საქართველოს მხარდასაჭერად $132 მილიონს გამოყოფს — ბიუჯეტის პროექტი

20 დეკემბერი, 2022 • 648
აშშ საქართველოს მხარდასაჭერად $132 მილიონს გამოყოფს — ბიუჯეტის პროექტი

ამერიკის შეერთებული შტატების 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ვაშინგტონი საქართველოს მხარდასაჭერად 132 025 000 ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

გარდა ამისა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც რუსეთის გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტში ტრადიციულად კვლავ ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს ისეთი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ან მათთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი