ახალი ამბები

ფონიჭალაში ტვ პირველის თანამშრომლებს თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო

20 დეკემბერი, 2022 •
ფონიჭალაში ტვ პირველის თანამშრომლებს თავს დაესხნენ – გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ფონიჭალაში „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას გულისხმობს.

ტვ პირველის ცნობით, როდესაც ჟურნალისტები ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორების დაკავებისას სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ, დაკავებულების ოჯახის ახლობელმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ტვ პირველის ჟურნალისტის, გიორგი ხუხიას ცნობით, თავდამსხმელი მას და ოპერატორს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი თავდამსხმელმა „დაარტყა ტვ პირველის ახალი ამბების ოპერატორს, ნიკო კოკაიას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი