ახალი ამბები

პუშკინის განახლებული ბიუსტიდან წარწერა მოხსნეს

16 დეკემბერი, 2022 • 3535
პუშკინის განახლებული ბიუსტიდან წარწერა მოხსნეს

თავისუფლების მოედანთან, ალექსანდრე პუშკინის სკვერში მდებარე ბიუსტს, – რომლის რეაბილიტაციასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, – ახლად გაკეთებული წარწერა მოხსნეს.

განახლებული ძეგლის ფოტოები 15 დეკემბერს გავრცელდა ფეისბუკზე.

პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სკვერში მდებარე ბიუსტი უცვლელად დატოვეს, პიედესტალი კი, სავარაუდოდ, შეღებეს და ძველი, რუსული წარწერა ქართულ-რუსული წარწერით ასე შეცვალეს:

მეორე დღეს, 16 დეკემბერს, პოსტამენტიდან მოხსნეს ახალი წარწერა. წარწერასთან ერთად, სავარაუდოდ, დროებით მოხსნეს არფა – ძველი დეტალი.

თბილისის მერიას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ამ ცვლილებებზე. ამ დროისთვის გაურკევევლია, რას გეგმავს მერია ბიუსტთან დაკავშირებით.

ალექსანდრ პუშკინის ბიუსტის ავტორი პოლონელი მოქანდაკე ფელიქს ხოდორავიჩია. ბიუსტი 1892 წელს გაიხსნა, მაშინდელი სახელდებით, ერევნის მოედანზე.


გარეკანის ფოტოები: ირაკლი ორაგველიძე, ეკა კიკნაძე, უილიამ დანბარი

მასალების გადაბეჭდვის წესი