ახალი ამბები

საქართველომ და აზერბაიჯანმა 4 შეთანხმება გააფორმეს – ასადოვის ვიზიტი თბილისში

15 დეკემბერი, 2022 • 926
საქართველომ და აზერბაიჯანმა 4 შეთანხმება გააფორმეს – ასადოვის ვიზიტი თბილისში

დღეს, 15 დეკემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი, რომელიც ქართველმა კოლეგამ, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

მხარეებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გამართეს.

სხდომის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის:

  • „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“;
  • „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
  • „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“;
  • „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“.

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლებმა შეხვედრისას განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მაღალ დონეზეა და მხარეთა მიზანი სტაბილური სამხრეთ კავკასიაა.

ევროპული, ქართული და აზერბაიჯანული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო პერიოდში გააქტიურდა სამხრეთ კავკასიასა და დანარჩენ ევროპას შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის საკითხი, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპაში ენერგიის ექსპორტს.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თანახმად, აღნიშნულ პროექტზე ევროკავშირი 2.3 მილიარდ ევროს დახარჯავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.