ახალი ამბებიეკონომიკა

ნოემბერში რუსეთიდან გზავნილების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – $316 მილიონი

15 დეკემბერი, 2022 • 2149
ნოემბერში რუსეთიდან გზავნილების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – $316 მილიონი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ რეკორდულად მაღალი, 521.2 მილიონი აშშ დოლარი (1 მილიარდ 421.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ნოემბრის თვეში რეკორდულად მაღალია ფულადი გზავნილების რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან.

რუსეთიდან ბოლო 1 თვეში 316 მილიონი აშშ დოლარზე გადმორიცხეს. ეს არის თანხის ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც რუსეთიდან საქართველოში გზავნილების სახით 1 თვეში შემოსულა.

რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხები საერთო ფულადი გზავნილების 60.66 პროცენტია.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები უკრაინაში ომის დაწყებისა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა და პიკს, თითქმის 314 მილიონს, მაისის თვეში მიაღწია.

მოგვიანებით ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სექტემბრის თვიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეების მეორე ტალღა მოაწყდა, გზავნილების რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.