ახალი ამბები

სასამართლო პირადი ინფორმაციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვით უნდა გაგრძელდეს – დეგნანი

15 დეკემბერი, 2022 • 642
სასამართლო პირადი ინფორმაციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვით უნდა გაგრძელდეს – დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პირადი ინფორმაციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვით უნდა გაგრძელდეს.

„მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილის] უფლებები დაცული იყოს, რომ მან მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება“, – განუცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტებს 15 დეკემბერს.

„სასამართლო გრძელდება. სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვით, ასევე, პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ელჩმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესზე 14 დეკემბერს, – იმის მიუხედავად, რომ წინა პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მოითხოვა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა, თუ კლინიკა მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას კვლავ არ გასცემდა, – სააკაშვილი კვლავ ვერ ჩართეს.

„შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისად გამართვა. ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარ ვერ მოხდა ჩართვა“, — განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს ასევე გაავრცელა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.