ახალი ამბები

ლექსმანის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება გვარამიასა და სააკაშვილის საკითხებს უკავშირდება

13 დეკემბერი, 2022 •
ლექსმანის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება გვარამიასა და სააკაშვილის საკითხებს უკავშირდება

ევროპარლამენტარი, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ნიკა გვარამიას საკითხს უკავშირდება. ამის შესახებ მან 12 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“თუ სისტემის გამო სააკაშვილი ციხეში მოკვდება და, როგორც გითხარით, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, 283-ე მუხლი, რომ გათავისუფლდეს სამედიცინო ზრუნვისთვის და მას მიეწოდოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ, ძალიან რთული იქნება ამის გათვალისწინებით იმის დეკლარირება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მიუკერძოებელია.

კიდევ ერთი საკითხი არის ნიკა გვარამიას საკითხი. ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პოლიტიკური მოტივები ნიკა გვარამიას საქმეში.

ეს ორი შემთხვევაც კი თუ არ მოგვარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირისთვის იქნება საფუძველი, რათა უარი თქვას, რომ სასამართლოს მეტად დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისკენ ნაბიჯებია გადადგმული”, – განაცხადა ლექსმანმა [“ფორმულას” თარგმანი].

მისი თქმით, როცა ევროკავშირის და ევროპარლამენტის წევრები საქართველოში არსებული ვითარების გაანალიზებას შეუდგებიან, ისინი კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ პირობად აუცილებლად მოითხოვენ ამ ორი საკითხის გადაჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი