ახალი ამბები

ქუთაისის პარლამენტის შენობაში ახალი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე ვმუშაობთ – ღარიბაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 959
ქუთაისის პარლამენტის შენობაში ახალი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნაზე ვმუშაობთ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობიბაში ახალი IT, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთასის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი. რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით აღნიშნულ პროექტში შესაძლოა “ძალიან სერიოზული პარტნიორი” იყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი