ახალი ამბები

საპატრიარქო: უკრაინასა და მსოფლიოში სირთულეების გათვალისწინებით, საიუბილეო ღონისძიებები შეზღუდულად ჩატარდება

11 დეკემბერი, 2022 • 674
საპატრიარქო: უკრაინასა და მსოფლიოში სირთულეების გათვალისწინებით, საიუბილეო ღონისძიებები შეზღუდულად ჩატარდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ილია II-ის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება.

საპატრიარქო ამის მიზეზად „უკრაინასა და მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას“ ასახელებს.

„ამასთანავე, არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა“, – იუწყება საპატრიარქო.

მასალების გადაბეჭდვის წესი