ახალი ამბები

კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს – მედია

10 დეკემბერი, 2022 • 1241
კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს – მედია

ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი  ევა კაილი კორუფციის საქმეზე ბელგიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია კატარის ინტერესების ლობირებაზე, სადაც ამჟამად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სპარსეთის ყურის ქვეყანა გავლენას ახდენდა ოფიციალური პირების მოსყიდვის გზით.

მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ  16 სახლი გაჩხრიკა და ჩხრეკის შედეგად დაახლოებით 600 000 ევროს ნაღდი ფული ამოიღო.

POLITICO-ს ცნობით, ბელგიის პოლიციამ მინიმუმ ოთხი ადამიანი დააკავა ბრიუსელში და მის შემოგარენში. მათივე ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთია ბერძნული სოციალისტური პარტიის Pasok-ის წევრი ევა კაილი, რომელიც ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია.

ბელგიური გამოცემების Le Soir-ისა და Knack-ის ინფორმაციით,  კაილისთან ერთად დაკავებულთა შორის იყო ლუკა ვისენტინი, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი.

ცოტა ხნის წინ ევა კაილიმ კატარს შრომითი უფლებების დაცვის მხრივ „მოწინავე“ უწოდა, მიხედავად იმისა, რომ კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონის მშენებელთა შრომითი პირობები ღრმა საერთაშორისო შეშფოთების საგანია.

როგორც CNN წერს, კორუფციული სკანდილის შემდეგ ევა კაილი სოციალისტური პარტიის Pasok-იდან გარიცხეს, ხოლო ევროპარლამენტში სოცილისტების და დემოკრატების ალიანსმა(S&D) მიმდინარე გამოიძიების საპასუხოდ Pasok-თან თანამშრომლობა შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი