ახალი ამბები

სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ შეცვლის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

9 დეკემბერი, 2022 • 845
სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ შეცვლის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

9 დეკემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე სლოგანის „მშვიდობის ქალაქი“ შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ, ერთად ვნახოთ,რას გვიპასუხებს მერია მოთხოვნაზე – შეცვალოს ან გააუქმოს წარწერა – „მშვიდობის ქალაქი“.

უნდა ვიყოთ ყველა, ვისაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა. ვისაც უნდა, სარგებლობდეს კანონით მონიჭებული აზრის გამოხატვის თავისუფლებით ყველა, ვისაც ევროპის ოჯახში უნდა ყველა, ვისაც არ უნდა მთავრობის უგუნურობის გამო სირცხვილისგან თავჩაქინდრული დადიოდეს ეს კი ცოტაოდენი თვითმმართველობის აღებულ ვალდებულებზე,“ – წერენ აქციის ორგანიზატორები.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის მერია არის ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) ადგილობრივი პროგრამის მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდეს უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეების მიმართ, ამაღლდეს მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ.

„ეს კი მოითხოვს ცვლილებებს არსებული მმართველობის გარემოს ნორმებსა და კულტურაში და მიიღწევა ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. ამ პრინციპზე, როგორც სავალდებულოდ გასათვალისწინებელ პრინციპზე გადაწყვეტილებებში მერიას აქვს პასუხისმგებლობა აღებული და ამიტომ,მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მას!,“


29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.

წარწერას მალევე მოჰყვა საზოგადოების ნაწილისგან კრიტიკა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომის ფონზე არასწორია თბილისის „მშვიდობის ქალაქად“ მოხსენიება. სლოგანის მიღმა რაიმე პოლიტიკურ განზრახვას უარყოფს თბილისის მერი, კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი