ახალი ამბებიეკონომიკა

უმუშევრობის დონე იკლებს – მაგრამ იკლებს დასაქმებულთა რაოდენობაც

8 დეკემბერი, 2022 • 2833
უმუშევრობის დონე იკლებს – მაგრამ იკლებს დასაქმებულთა რაოდენობაც

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი იკლებს, სტატისტიკა უჩვენებს, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაც იკლებს.

ამის მიზეზი ის არის, რომ უმუშევრობის დონის კლება ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას (ამ ორი მონაცემის გაერთიანება 100%-ს არ იძლევა. უმუშევრობისა და დასაქმებლის მაჩვენებლები სხვადასხვა გზით ითვლება).

როგორც სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, უმუშევრობის დონემ რომ იკლოს, ადამიანები ან უნდა დასაქმდნენ, ან უნდა შეწყვიტონ სამსახურის ძიება და გახდნენ ეკონომიკურად არააქტიურები.

„ჩვენს შემთხვევაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევართა, დასაქმებულთა და ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეთა რაოდენობა თანადროულად იკლებს. ამ სამი სტატისტიკური მონაცემის ერთად გაანალიზება ცხადყოფს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება განპირობებულია არა იმდენად დასაქმების დონის ზრდითა და სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ იმით, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სამსახურის ძიებას და ხდება ეკონომიკურად არააქტიური“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ მხოლოდ 15.6% შეადგინა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ უმუშევრობის კლებაზე, თუმცა ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სამუშაო ძალის წილი და დასაქმებულთა რაოდენობაც იკლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი