დილას უკრაინაში დაღუპული სამხედრო, ჯამბულათ ხოფერია საქართველოში გადმოასვენეს.
ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში პირველ დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპა. დაღუპულის ბიძა, – ჯამბულათ ხოფერია, – 1993 წელს აფხაზეთის ომს ემსხვერპლა. აფხაზეთის ომში იბრძოდა მისი მამაც – არჩილ ხოფერია.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ომის დაწყების შემდეგ 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა, მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც. ბახმუტში დაღუპულთა შორის 5-ის გადმოსვენება სამხედრო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.
გარეკანი ფოტო: მთავარი არხი