ახალი ამბები

ახალი პენიტენციური კოდექსი — რა იცვლება პატიმრებისთვის?

5 დეკემბერი, 2022 • 1717
ახალი პენიტენციური კოდექსი — რა იცვლება პატიმრებისთვის?

იუსტიციის სამინისტრომ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა, პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხში.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, იგეგმება შემდეგი ცვლილებები:

  • ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა;
  • ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს სრულწლოვან მსჯავრდებულს 60 ლარის გადახდა უწევს , არასრულწლოვანს − 30 ლარი;
  • გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და „ციფრული უნივერსიტეტი“ ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის;
  • იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;
  • გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები;
  • პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც, იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
  • ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი