ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულები დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2010 • 1809
პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულები დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სახელმწიფო მოხელეები და საზოგადო მოღვაწეები ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა სიაშია დავით და ბაჩო ახალაიების მამა, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” ხელმძღვანელი (ჟურნალ ”ტაბულას” ერთ-ერთი დამფინანსებელი) კობა ნაყოფია.

 ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ:

 აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთი

ნუგზარ შარაშიძე

მირზა კონცელიძე

ასლან ინაიშვილი

ალბერტ ხინკივაძე

 

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვადნენ;

 

დევი ჭანკვოტაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების მშვენებლობაში მიღწეული წარმატებებისათვის;

ნინო ანანიაშვილი –  ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისათვის  და საქართველოს წარმოჩინებისთვის მთელ მსოფლიოში;

ალექსანდრე ბესტავაშვილი – მრავალწლიანი თავდადებისთვის ქართულ საქმეში, უცხოეთში ქართულ დიასპორაში;

ლადო გურგენიძე – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისათვის ყველაზე რთულ დროს და ნოვატორობისათვის ქართულ ბიზნესში;

ნიკა ვაჩეიშვილი – 100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისათვის;

ალბერტო დომინგო კაბო – ბათუმის და ანაკლიის ბულვარების,  თბილისის გმირთა მემორიალისა და საქართველოს ახალი პარლამენტის შენობის პროექტების შექმნისათვის;

ნანი ბრეგვაძე – საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის;

კობა ნაყოფია –  პატრიოტიზმისათვის და ახალი სტანდარტების დანერგვისათვის ქართულ ბიზნესში;

ნინო სუხიშვილი –   საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის;

 როლანდ ახალაია –  70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული, თავდადებული ბრძოლისთვის;

ხატერ მასადი –  საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის;

ლევან ალექსიძე – სამეცნიერო მოღვაწეობისთვის,  ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის შექმნისთვის;

იულონ გოგოშიძე – ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისათვის  და დიდი პატრიოტული ღვაწლისთვის;

როლანდ ახალაია –  დიდი დამსახურებისთვის სამედიცინო საქმიანობაში  და სამოქალაქო თავდადებისთვის;

ჯემალ ჭკუასელი –  საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის;

ეკა ზღულაძე – ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის, ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახის წარმოჩენისთვის

რამაზ ნიკოლაიშვილი – წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში;

დანიელ კუნინი –  თითქმის 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის საქართველოში;

შამილ ქოქოშიძე –  ქართული საცხენოსნო სკოლის შექმნის საქმისთვის და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში;

ილიკო სუხიშვილი – საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის;

ნიაზ დიასამიძე – ნოვატორიბისთვის და პატრიოტული საქმიანობისათვის;

ირაკლი ეზუგბაია –  წარმატებული საქმიანობისათვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის საქმეში;

პაატა ბურჭულაძე – საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის, ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისთვის;

მასალების გადაბეჭდვის წესი