ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახს

3 დეკემბერი, 2022 • 933
ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს ტრაგედიის გამო უსამძიმრებს:

„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს,“ – წერს პრეზიდენტი.

დღეს, 3 დეკემბერს უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი